ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სვენ მიქსერის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ ქვეყანას საარჩევნო რეფორმა სჭირდება.
მისივე თქმით, აუცილებელია მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ გასცა.
"საჭიროა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიების დროს მუდმივად დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია გასცა ვენეციის კომისიამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა, რომლებიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ყველა საქმეს და უზრუნველყოფს ნორმებისა და პრინციპების დაცვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საქმეში", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
იხილეთ ასევე: