"ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან" | ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

"ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცას დაბომბვას.

ზელენსკიმ ჰააგაში, ომის დანაშაულების კონფერენციაზე, დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო და ამ საკითხზე სწორედ იქ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი, - თქვა მან.

გამოძიება ომის დანაშაულების მუხლებით დაიწყო. სამძებრო სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. 

შეგახსენებთ, ვინიცაზე სარაკეტო იერიში რუსეთმა დღეს დილით მიიტანა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქი საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი