"ოცნებას" უნდა ეყოს გამბედაობა, თქვას რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - წოწორია 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამბობს, რომ ხელისუფლებას გამბედაობა უნდა ეყოს და თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ასე აფასებს ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას, თუ რატომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყანა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას.

გამცხადებლები მხარს უჭერენ უკრაინის სარჩელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. უწყების განცხადებით, ეს სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას წარმოადგენს. წოწორია ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი არგუმენი, სიცრუეა.

"ნებისმიერი არგუმენტი, რომელსაც მთავრობა მოიყვანს იმის გასამართლებლად, რომ ეს ჩვენ ინტერესებშია, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ეს არის ინსტიტუციონალაიზებლი სიცრუე, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხზეც, რომლის სამართლებრივად გაბათილება სირთულეს არ წარმოადგენს. უნდა ვაღიაროთ და უნდა ეყოთ გამბედაობა მათ თქვან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან ან იმ დავებთან, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარეობს საქართველოს საქმეებზე", - ამბობს ნონა წოწორია.

ცნობისთვის, 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, საქართველო არ შეუერთდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი