ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება.
ოქრიაშვილის თქმით, გოგაშვილის დაკავება აჩვენებს, რომ "ოცნების" ლეგიტიმაცია სრულიად ჩამოიშალა.
"ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ, დისტანციურად.
დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.
მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში", - წერს კახა ოქრიაშვილი.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
ამავე თემაზე: