უკრაინის ომში გარდამტეხი ეტაპი დადგა. დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ რუსული არმიის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ბრძოლის ველზე მიტოვებულ კრემლის ჯარს, რომელიც აღჭურვილობისა და ტექნიკის გარეშეა დარჩენილი - ბრძოლის გაგრძელება აღარ შეუძლია.

ამ პირობებში სწორედ დასავლეთის დახმარებით გაძლიერებული უკრაინის შეიარაღებული ძალები ინიციატივას იღებენ და კონტრშეტევაზე გადადიან. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კიევმა ანექსირებული ყირიმის გათვისუფლებაც კი შეძლოს - რაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობის პირდაპირი მაჩვენებელი იქნება. 

და მაშინ, როდესაც მსოფლიო გლობალური ცვლილებების მოლოდინშია და მთელი ძალებით ეხმარება კიევს, საქათველოს მთავრობა კვლავ პრორუსულ პოზიციას ინარჩუნებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი