არჩევნების გაყალბების სქემა | პროკურატურამ არასამთავრობოების წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ "საერთაშორისო გამჭირვალობისა" და "სამართლიანი არჩევნების" წევრები გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემას ეხება, რომელიც გავლენიანმა არასამთრავრობო ორგანიზაციებმა გაშიფრეს.

სოსო გოგაშვიულის მიწოდებული მამხილებელი დოკუმენტების საფუძველზე მესამე სექტორმა დაადგინა როგორ იყენებს ხელისუფლება საარჩევნოდ სახელმწიფო რესურსს და როგორ მოქმედებს ამომრჩევლის ნებაზე.

კონკრეტული მტკიცებულებები პროკურატურას უკვე მიაწოდეს, თუმცა საგამოძიებო უწყებას მათზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია.

გამოძიების დაწყენას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა უკვე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები იმაზე, თუ როგორ იპარავს ქართული ოცნება მოქალაქეებს ხმებს. გასაჯაროებულ დოკუმენტებს მტკიცებულების ფასი არ აქვს ქართული ოცნებისთვის.

იხილეთ რეპორტაჟი - როგორ აყალბებს "ოცნება" არჩევნებს | სოსო გოგაშვილის შურისძიება და გასაჯაროებული ფაილები;

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი