რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის „გაყინვით“, რადგან ოკუპანტებს სერიოზული „დასვენება“ სჭირდებათ - ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა გაავრცელა. 

ფეიგინის თქმით, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებზე გაჩერდება.

„ახლა მოსკოვს ძალიან სურს კონფლიქტის გაჭიანურებულ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ პირობებითა და გარანტიებით, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მას დარჩება“, - განაცხადა მან.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ახლა გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაშია და მოსკოვს „დასვენება“ კიევზე მეტად სჭირდება.

ფეიგინმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ 5 თვე დიდი დროა ეგრეთ წოდებული „სპეციალური ოპერაციისთვის“, რომელიც მათ მოკლევადიან ოპერაციად წარადგინეს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რუსები ამბობენ, რომ „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ და „ყველა ამოცანა ბოლომდე მოგვარდება“.

ფეიგინის თქმით: „მთელი ეს შეთქმულება აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა „ტკივილგამაყუჩებელით
იკვებოს“ - ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენივრადაა". მისივე თქმით, "ძალისხმევა ფართომასშტაბიან სამხედრო გამარჯვებაში ვერ გადააქვთ. ამიტომაც საუბრობენ ამაზე. მოსახლეობა ყველაფერს ყლაპავს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი