
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დარტყმები აჩვენებს, რომ კრემლის ნდობა არ შეიძლება.
ტრასის აზრით, დარტყმები, რომელიც განხორციელდა უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა ენდოს კრემლს და პირადად ვლადიმერ პუტინს.
"თქვენ არ შეგიძლიათ ენდოთ მის მიერ წარმოთქმულ არცერთ სიტყვას. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის სხვა, უკეთესი გზა, რათა არ დავეყრდნოთ რუსეთს, ის არღვევს დაპირებებს", - თქვა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმებს "აბსოლუტურად შემზარავი" და "სრულიად გაუმართლებელი" შეტევა უწოდა.
ამავე თემაზე: