სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს - ნიკოლოზ სამხარაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერ, დავით არახამიაზე ამბობს, რომ მისი ინტერესი ჩვენი სახელმწიფოს დაზიანებაა.

"არახამიასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაკეთებული განცხადება მის ფსევდო პატრიოტიზმთან მიმართებაში, ასევე, მის მიერ დაუსაბუთებელ განცხადებებთან დაკავშირებით. სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. ის არის დაინტერესებული პირი, მას აქვს ინტერესი, რომ დააზიანოს ქართული ხელისუფლება და შესაბამისად ქართული სახელმწიფო", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე. 

არახამიამ "მთავარ არხთან" ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო რუსეთის თამაშში ჩაერთო და ქვეყანამ ისიც ვერ თქვა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის აგრესიაა. მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩივით დაასრულებს, სჯობს, ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება. ინტერვიუში არახამიამ, ასევე თქვა, რომ მზადაა პირადად ჩამოვიდეს საქართველოში და აქაური პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, მას ერთი პირობა აქვს პოლიტიკოსები პრორუსები არ უნდა იყვნენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი