
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის საერთაშორისო ჯილდო გადასცა.
საზეიმო ცერემონია დაუნინგ სტრიტზე გაიმართა, მასში ზელენსკიმ ვიდეო ბმულით მიიღო მონაწილეობა.
„დღეს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა სერ უინსტონ ჩერჩილის ჯილდო პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსებისთვის“, - იტყობინება პრემიერ-მინისტრის ოფისი.