"ეს არის რუსული ნარატივი - დააბრალე ადამიანს და მერე ამტკიცოს, რომ ქსენოფობი არაა" | "ოცნების" თავდასხმა ომბუდსმენსა და NGO-ებზე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი აგრძელებს თავდასხმებს მათზე, ვინც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოსვლას საფრთხედ აფასებს. სამიზნე ამჯერად მესამე სექტორია.

"ქართული ოცნების" მიერ დასპონსორებულ Facebook-გვერდებზე სახალხო დამცველისა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია დაიწყო. ისინი აზიარებენ ხელმძღვანელების ციტატებს და მათ ქსენოფობიაში სდებენ ბრალს. 

"ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი - დააბრალე ადამიანს რაღაც და მერე მან ამტკიცოს, რომ არ არის ქსენოფობი თუ ასე შემდეგ. ეს რიტორიკა არის ჩვეულებრივ იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც ქართულ ოცნებას აქვს - ქსენოფობიის, ომის პროპაგანდის, ომის სურვილი დაბრალება. ადამიანებს აბრალებენ ისეთ რაღაცებს, რაც უბრალოდ მათ არ გაუკეთებიათ. ეს ყველაფერი იქნებოდა უბრალოდ სასაცილო, რომ არ იყოს ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი

საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები დღესაც გაკეთდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ომბუდსმენსა და არასამთავრობოებს ტონი დაუწუნა. დეპუტატი მათ "ასწავლიდა", როგორი განცხადებები უნდა გააკეთონ ქსენოფობიასთან დაკავშირებით. 

"საზოგადოებაში არის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ქსენოფობია ნორმალურია თუ არა. გამოდიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქსენოფობია, როდესაც რუსებზეა საუბარი, მისაღებია. სახალხო დამცველზე უნდა ვთქვა - როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გასაკვირი აგრესია ვინმეს მიმართ და ასე შემდეგ, მოქალაქეებზე რომ საუბრობს ეთნიკურ მიმართულებაზე უნდა ისაუბროს უფრო მეტად და აქცენტი ამაზე გააკეთოს. დიახ, რა თქმა უნდა, ეთნიკური შეუწყნარებლობა, რა თქმა უნდა, ამას კაცობრიობამ გასცა პასუხი და თქვა - ქსენოფობია, შოვინიზმი არის დაუშვებელი.

ომბუდსმენიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ყველა სხვა, ვისაც უნდა პოზიცია ჰქონდეს სწორი, მართებულ, ხელს უნდა უშლიდეს ამ შემთხვევაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას საქართველოში. ყველა მათგანის მიმართ მექნება მოწოდება. ვინც ამას დღეს არ აკეთებს და უმოქმედობს, ან პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით იღწვის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ნუ გაგიკვირდებათ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი