"რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია. საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში. 

ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, [საქართველომ] უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვალთ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებზე ან ცოლებზე იძალადონ. იდგებით და იტყვით, რომ მოდით არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა".

ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი