ყირიმში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო აეროდრომ „საკის“ აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი,  ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების ცნობით, 9 ადამიანამდე გაიზარდა

ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაიონულ საავადმყოფოში 7 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი. ერთი ადამიანი საავადმყოფოში დარჩა, ექვსს ჩაუტარდა პირველადი დახმარება და კლინიკიდან გაწერეს. 

ორი დაშავებული სიმფეროპოლის მე-6 საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ამჟამად ისინის გაეწერნენ საავადმყოფოდან. 

რუსული მხარის ინფორმაციაში არ არის ნათქვამი, არიან თუ არა სამხედროები ავიაბაზაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულებს შორის. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქებებისთანავე განაცხადა, რომ მათგან არავინ დაშავებულა.

ნოვოფედოროვკაში, აფეთქებებთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.

ვრცელდება ინფორმაცია რომ იერიშები ავიადრომზე, 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი