"საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის მხარდაჭერა..." | "მთავარის" ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაილო პოდოლიაკთან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებასთან მათ "უცნაური ურთიერთობა" აქვთ და ესმით განსხვავებები, რაც ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას შორისაა. 

უკრაინა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არასდროს ერევა. საქართველოს მთავრობასთან უცნაური ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგად გვესმის, რა განსხვავებაა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულებით, თქვენს ხელისუფლებას არ ესმის, თუ რა რისკი ახლავს რუსეთის მსგავსი ფორმით არსებობას. ასევე ვერ აცნობიერებენ რა საფრთხეს შეიცავს მისი პირდაპირი და ფარული მხარდაჭერა. ეს არასწორია.

ვიცი, რომ რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები არსებობს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეეძლოთ უფრო ნეიტრალური პოზიცია აერჩიათ. მათთვის ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა. საქართველოს მთავრობამ კი ყოვლად მიუღებელი პოზიცია აირჩია, რომელსაც არანაირი ღირებული კრიტერიუმები არ გააჩნია. ეს ეხება მთავრობას და არა ქართველ ერს.

რუსეთს დემოკრატიულ სამყაროში დემოკრატიის განადგურება უნდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ეს ომი დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს და დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია. და არ მოაჩვენოს თავი ისე თითქოს, რომ არ ესმის ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს.

პირადად მე, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისა და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ერი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია, - ამბობს პოდოლიაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი