მოვუწოდებ EU-სა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე:

 "მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა  ამას მოითხოვს. რუსების  უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას." წერს კულება.

ცნობისთვის, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ ევროპის ქვეყნებს ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებიც მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი