ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო, რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი კალიუმის იოდიდი გადასცა

გამოქვეყნდა:

რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონზე მეტი აბი კალიუმის იოდიდი აჩუქა- ამის შესახებ მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამასთან, უწყებამ დაარწმუნა მოქალაქეები, რომ რადიაციული საშიშროება ახლა არ არსებობს და მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

„ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში. მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, ალა ნემერენკოსა და მის რუმინელ კოლეგას ალექსანდრუ რაფილას შორის მოლაპარაკებების შედეგად, მეზობელმა ქვეყანამ მილიონზე მეტი კალიუმის იოდიდის ტაბლეტი გადმოგვცა“, - ნათქვამია მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მდებარეობს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ენერგოდართან. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ერთეულების რაოდენობისა და სიმძლავრის მიხედვით. თებერვლის ბოლოდან სადგური რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ მას უკრაინული ოპერატორი მართავს.

5 აგვისტოს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და წყლის მილები. 7 აგვისტოს ღამეს იყო შეტყობინება ახალი დაბომბვის შესახებ. უკრაინულმა ოპერატორმა Energoatom-მა გამოაცხადა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ელექტროსადგურის გათიშვა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრომ წინა დღეს გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი სიტუაციის გამო და ატომურ ელექტროსადგურზე ექსპერტების დაშვება მოითხოვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი