"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველთან. "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან გართულებული ურთიერთობის ფონზე მიხაილო პოდოლიაკი არ მორიდებია არცერთი სენსიტიური საკითხის განხილვას.
"ოცნების" ხელისუფლებამ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე კიევიდან ამომწურავი პასუხი მიიღო. პოდოლიაკს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგაქრი ღიად არ უხსენებია, თუმცა მინიშნება მკაფიო და გასაგები იყო,
ყველას ვინც სისხლიან რეჟიმთან ღიად თუ ფარულად თანამშრომლობს, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მოუწევს პასუხისგება, სანქციები კი ხისტი იქნება.