
სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა სამშაბათს ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შედეგად. CNN ახალ სატელიტურ სურათბს ავრცელებს და წერს, რომ ეს შეიძლება მოსკოვისთვის სამხედრო თვითმფრინავების ყველაზე დიდი დანაკარგი იყოს, ერთ დღეში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
გრიფიტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომელი, პიტერ ლეიტონ ამბობს, რომ განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავები, როგორც ჩანს, სუ-24-ები და სუ-30-ებია. ის ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილი მფრინავაია და თანამგზავრული ფოტოები გამოიკვლი. სატელიტმა გადაიღო საკის საჰაერო ბაზა ადრე და აფეთქებების შემდეგ.
ლეიტონმა თქვა, რომ კიდევ ორი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა. ოთხშაბათს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 9 თვითმფრინავი დაამატეს ომის დაწყების შემდეგ მათ მიერ განადგურებულ რუსულ სამხედრო ტექნიკას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქებები გამოწვეული იყო საავიაციო საბრძოლო მასალისგან - მაგრამ არ უთქვამს, როგორ აფეთქდა ის.
CNN-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გადაამოწმა, რომელშიც ჩანს, რომ ბაზიდან კვამლი ამოდის, სანამ მას სამი დიდი აფეთქება მოჰყვება. ორი აფეთქება თითქმის ერთდროულად, მესამე კი მალევე მოხდა.
სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ აფეთქებებმა დაწვა მცენარეული საფარი საჰაერო ბაზის ნაწილის გარშემო.