
უკრაინელებმა რუსულ არმიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს. ზუსტი სარაკეტო დარტყმებით თითქმის მთლიანად განადგურებულია დაჯგუფება ვაგნერი.
ეს არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელის არსებობასაც ხშირ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის სახელსა და მის გარემოცვას უკავშირებენ. სწორედ ვაგნერი იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი კრემლისთვის სირიაში, ლიბიასა და სხვა წერტილებში შეიარაღებული კონფლიქტისას.
უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ვაგნერის შტაბი ჰაიმარსებით გაანადგურა და მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები გამოიყენა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი
იხილეთ ასევე: