
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან, თანამედროვე ნატოს სტანტადრების აღჭურვილობაზე გადასვლაში დაეხმარება.
როგოროც სტოლტენგერგმა თქვა, ისინი უკრაინას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს გარდა, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაშიც დაეხმარება.
"ჩვენ ერთგულნი ვართ იმ პირობისა, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება გავუწიოთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ტრანზიციის პროცესში, რათა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების აღჭურვილობამდე მივიდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში. ჩვენ ასევე დავეხმარებით უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
ზამთარი მოდის და ეს ძნელი იქნება, რასაც ჩვენ ვხედავთ გამოფიტვის მტანჯველი ომია, ეს უკომპრომისო ბრძოლაა, ეს ლოჯისტიკური ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად გაიმარჯვოს. ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია" - ამბობს იენს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის პლატფორმა კრაინუის მიერ წამოწყებული ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, სადაც მონაწილებას იღებს 60 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია.
იხილეთ ასევე: