გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს

გამოქვეყნდა:

გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელშიც კიდევ ერთხელ დაგმობილია უკრაინაში რუსეთის ომი. განცხადება, ასევე, გმობს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევას მისი აგრესიის დაწყებიდან. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სრული უგულებელყოფა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართ.

დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინის ხალხთან, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და გამოვთქვამთ ღრმა თანაგრძნობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ", - წერია განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ რჩებიან უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზე.

"დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყონებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი