
ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ამარტივებს ვიზების გაცემას, თუმცა ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვა არ იქნება - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვიზების სრულად აკრძალვის საკითხზე ერთსულოვნება არ არსებობს. მისივე თქმით, უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2007 წელს ამოქმედდა.
შეგახსენებთ, პრაღაში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.