
ევროკავშირმა რუსების წინააღმდეგ პირადი სანქციების სია გააფართოვა - წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მისი ინფორმაციით, სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ალა პოლიაკოვა და ანტონ ტკაჩოვი, ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ვალერი პონომარიოვი.
ერმაკის ცნობით, დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
"სანქციების სიაში უკვე შედის 100-მდე ორგანიზაცია და ათასზე მეტი ადამიანი - ესენი არიან პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები. პირადი სანქციები მოიცავს, ევროკავშირში შესვლის აკრძალვას." წერს ერმაკი.