
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბოლო საუბარი გამართა ბორის ჯონსონთან ბრიტანეთის პრემიერის რანგში და მადლობა გადაუხადა მას გამბედაობისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდაჭერისთვის.
"ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე მას პირადი გამბედაობისაა და დიდი წვლილისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმედი მაქვს ვითანამშრომლებ დიდ მეგობართან. უკვე [მის] ახალ სტატუსში", - წერს ზელენსკი
შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტიდან 7 ივლისს გადადგა, თუმცა ამ დრომდე მოვალეობას ასრულებდა. მან პრემიერმინისტრის პოსტი 2019 წელს ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დღეს ლიზ ტრასი გახდა.
ბორის ჯონსონი იყო პირველი ლიდერი G7-ის ქვეყნებიდან, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის შეჭრის შემდეგ. ომის 6 თვის განმავლობაში, ჯონსონი კიევში სამჯერ იმყოფებოდა.