არახამია ქართველ ხალხს დეოლიგარქიზაციაში დახმარებას პირდება | დასასანქცირებელ პირთა სია შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს

გამოქვეყნდა:

დასასანქცირებელ პირთა სია შესაძლოა მალე კიდევ უფრო გაიზარდოს. მინიშნება ამის შესახებ კიევიდან გაკეთდა, სახელისუფლებო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის გარდა შეზღუდვების დაწესებას ოლიგაქრის პოლიტიკური თანამოაზრეებისთვისაც არ გამორიცხავს.

ოფიციალური კიევისგან "ქართულმა ოცნებამ" დახმარების შეთავაზებაც მიიღო. უკრაინა საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაში თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც მოსალოდნელი იყო, არახამიას მალევე ირაკლი კობახიძემ უვლელი შინაარსით უპასუხა. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, "ოცნებას" მშვიდობა, უკრაინას კი საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ოლიგარქის პოლიტიკური კლანის განცხადებების მიუხედავად, ფაქტი ერთია - ოფიციალური კიევი და საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები უკვე მუშაობენ და ოლიგაქრიული რეჟიმის დემონტაჟისთვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სავარაუდოდ მალე იქნება მიღებული 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი