ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია.

ღია კითხვაზე პასუხად - გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია, 18% ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის, 14% ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი