
ნიუ იორკში გაეროს 77-ე ასამბლეა გრძელდება. როგორც გაეროს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, „ემუქრება კაცობრიობის და პლანეტის მომავალს.
"დღეს დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამ ომმა გამოიწვია ფართომასშტაბური ნგრევა და ადამიანის უფლებების ჰუმანიტარული სამართლის მასობრივი დარღვევა. ბოლო ცნობები იზიუმში მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ შეშფოთებას იწვევს. საბრძოლო მოქმედებების გამო, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონებმა კი სახლები დატოვეს. მსოფლიოში მილიარდობით ადამიანმა იზარალა. ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთის და დასავლეთის გახლეჩვის საფრთხეს. რისკები უზარმაზარია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რათა დასრულდეს კონფლიქტები მთელ მსოფლიში, კერძოდ, უკრაინის ომი",- თქვა გუტერეშმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. გაირკვევა რას იტყვის პრემიერი უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იხილეთ: