აშშ-ის ელჩმა კიევში პუტინის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მობილიზაცია და "რეფერენდუმები" სისუსტის ნიშანია. მან პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსული აგრესიის მიმართ.
"ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს დასჭირდება", - დასძინა ბრინკმა.
შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამათავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.