"კრემლის პანიკის ნიშანია" - ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მობილიზაციაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, კრემლის პანიკის ნიშანია - ამბობს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე.

"მობილიზაცია და დონეცკში რეფერენდუმის მოწოდება პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით არის ის, რაც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია და ეს არ გვაშინებს", - თქვა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერმა თქვა, რომ პუტინის განცხადება უბრალოდ რიტორიკის ნაწილია და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პუტინმა რუსეთში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი