ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთისგან პროვოკაციის ასარიდებლად

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ სწრაფი რეაგირების ძალები მაღალ მზადყოფნაში უნდა მიყვანოს.

"იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება ჩვენს საზღვრებთან, (კალინინგრადის რეგიონი), ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან", - დაწერა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამათავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.  იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი