ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთში უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტის მიერ დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რამდენიმე ქალაქიდან ფოტოებს ავრცელებს. 

მისი თქმით, პროტესტს დაპატიმრებებიც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამათავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი