"პუტინს სურს, ასობით ათასი ადამიანი სისხლში გასვაროს, ეს დიდ ტრაგედიას გამოიწვევს" | ნავალნი მობილიზაციის გამოცხადებაზე

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, პუტინის ახალ განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.

ნავალნის თქმით, პუტინს სურს დანაშაულებრივ ომში მეტი ადამიანი გარიოს და ეს ათასობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ეს განცხადება ნავალნიმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა. 

"რადიოში მოვისმინე, რომ პუტინი რაღაც მობილიზაციის გამოცხადებას აპირებდა. ამ ინფორმაციამ შოკში ჩამაგდო, ის ფაქტიც, რომ დამრღვევებს დასჯით ემუქრებიან, საერთოდ არანორმალლურია. ნათელი ხდება, რომ დანაშაულებრივი ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს უფრო იზრდება და პუტინი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გარიოს. სურს, რომ ასობით ათასი ადამნიანი სისხლში გასვაროს.

ეს დიდ ტრაგედიას და ათასობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოყვება. ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანების რაოდენობა იზრდება, მიზანი ერთია - პუტინს სურს, რომ მხოლოდ თვითონ განაგებდეს ყევლაფერს და ძალაუფლების ვადა გაიხანგრძლივოს, პუტინი მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმის და მშვიდობიან ადამიანებს ხოცავს, ეს უდიდესი დანაშაულია", - თქვა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი