
ლატვიის საეიმმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს არ გაუგრძელდებათ დროებითი ბინადრობის ნებართვა ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე.
ასევე, აიკრძალა რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ შესთავაზებს თავშესაფარს არც ერთ რუსს, რომელიც ამ განკარგულებას გაურბის.
მინისტრმა დაწერა, რომ არ უნდა დავემორჩილოთ რუსეთის შანტაჟს და შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ უკრაინას.