უკრაინისთვის გაწეული დახმარებების სია მხარდაჭერის ნაცვლად | რა თქვა ღარიბაშვილმა გაეროში

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე ასამბლეაზე დეტალურად საუბრობს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყანა უკრაინას. მან მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას, თუმცა ომში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები მას გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან არ გაუჟღერებია და არც ის უთქვამს, რომ უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. 

ამის სანაცვლოდ, მან თქვა, რომ "მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას... საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას".

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს... 

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის, - თქვა მან. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი