
"ერთადერთი "მესამე მხარე" ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია", - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "კიევი, არ უნდა მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს"
უწყება აცხადებს, რომ თეირანს სრული პასუხიმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში.
"ერთადერთი "მესამე მხარე" ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელსაც უკრაინა უკვე ანადგურებს საკუთარ ცაზე. თეირანს სრული პასუხიმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში. ირანმა თავი კი არ უნდა იმართლოს საგარეო გავლენების მოგონებით, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომლითაც უკრაინელებს კლავენ“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა,რადგან ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა.
იხილეთ ასევე: