რუსეთის განწირული მცდელობაა - "დროა" უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმებს გმობს

გამოქვეყნდა:

პარტია "დროა" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის განწირული მცდელობაა. პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების ილუზიის შექმნა პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ომში დამამცირებლად დამარცხების შემდეგ რუსული რეჟიმები ემხობიან.

"პარტია დროა გმობს რუსეთის მიერ უკანონოდ ჩატარებულ რეფერენდუმებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ოლქების ტერიტორიებზე.

რუსეთის ხელმძღვანელობას არალეგიტიმური და იძულებითი რეფერენდუმებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმში აქამდეც მიუმართავს, რაც ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უსამართლობად აღიქმებოდა, მაგრამ ბევრისთვის მაინც კრემლის ძალაზე მიუთითებდა. ახლა კი, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევისა და რუსეთის რეგულარული არმიის კრახის ფონზე, რასაც ადასტურებს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება და თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დმიტრი ბულგაკოვის გადაყენება, რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმების ჩატარება არის რუსეთის განწირული მცდელობა, დაკავებული ტერიტორიები ფაქტობრივად მხოლოდ ბირთვული ომის მუქარის ძალით მაინც შეინარჩუნოს და საკუთარ მოსახლეობას დამარცხება გამარჯვებად წარმოუსახოს. გამარჯვების ილუზიის შექმნა კი პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ომში დამამცირებლად დამარცხების შემდეგ რუსული რეჟიმები ემხობიან.

თუმცა უკრაინელებმა უკვე შეძლეს მსოფლიოსთვის დამტიცება, რომ რუსეთის ფუჭი მუქარების მძევლობა უხერხულიც კია, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ფსევდო რეფერედუმების ჩატარებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჯერ უკრაინა, შემდეგ კი საქართველო და მოლდოვაც აუცილებლად გაიმარჯვებენ და გაერთიანდებიან", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში - დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი" 23 სექტემბერს დაიწყო. "ხმის მიცემა" 5 დღე გაგრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი ე.წ. რეფერენდუმს არ აღიარებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი