
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისრტი, ინალ არძინბა ამბობს, რომ მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში "სპეცოპერაციაში" მუდმივად იზრდება. ამ თემაზე მან რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედია "რიასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც", - განაცხადა მან.
მისივე მტკიცებით, აფხაზებმა "დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით" დაიცვეს და დონბასში მცხოვრებლებიც ახლა იგივეს გრძნობენ.