მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან - ზელენსკის პასუხი პუტინს

გამოქვეყნდა:

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან - ასე პასუხობს პრეზიდენტი ზელენსკი პუტინს, რომელმაც დღეს კრემლიდან უკრაინას "ომის შეწყვეტისკენ" და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა ახლახან დასრულდა. ჩვენ გვაქვს გამოსავალი.
პირველი ის არის, რომ მხოლოდ უკრაინის გაძლიერების გზა და ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნა აღადგენს მშვიდობას. ჩვენ ამ გზით წავალთ.
მეორე, უკრაინა იყო და რჩება ლიდერი მოლაპარაკებებში. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით დათანხმებას. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.
და მესამე, ჩვენ კანონიერად უნდა ჩავწეროთ ყველაფერი, რასაც უკვე მივაღწიეთ რეალურად. სწორედ უკრაინაში წყდება დემოკრატიის ბედი ტირანიასთან დაპირისპირებაში." ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.

დღესვე პუტინმა თავის 4 მარიონეტთან ერთად, დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია გააფორმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი