
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროივის თქმით, ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო.
"ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი... ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა" - ამბობს კადიროვი
ჩეჩნეთის მეთაური ამტკიცებს, რომ ლაპინი ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ გააფრთხილეს და ამის შესახებ მან, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან პირადად ისაუბრა, თუმცა გენერალმა მას უთხრა, რომ ლაპინის ენდობოდა - "ელემენტარული სამხედრო ლოჯისტიკის უქონლობის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დიდი ტერიტორია" - წერს ტელეგრამზე კადიროვი
კადიროვის თქმით, ლაპინს მაღალჩინოსნები მფარველობენ და მისი ნება რომ იყოს, "მას წოდებას ჩამოართმევდა და ფრონტის ხაზზე გაგზავნიდა, რათა ეს სირცხვილი ჩამოერეცხა".
" ლაპინი უღიმღამოა, მას ხელს გენერალური შტაბის ლიდერები აფარებენ. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს დავაქვეითებდი რიგითამდე, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში, ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი, რომ ჩვენი სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა" - წერს კადიროვი
გარდა ამისა, კადიროვი კრემლს მოუწოდებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ უყუროს მიღებულ გადაწყვეტილებებს "ამერიკის თვალით"
"არ ვიცი რას ეუბნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უზენაეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა იქნას მიღებული, სასაზღვრო რაიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და დაბალი რეჟიმის გამოყენებამდე - აიღეთ ბირთვული იარაღი. არ არის აუცილებელი ყოველი გადაწყვეტილების მიღება დასავლეთ - ამერიკის საზოგადოების თვალით - მათ უკვე თქვეს და ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ" - წერს კადიროვი
შეგახსენებთ, ქალაქ ლიმანის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.