ზელენსკიმ ბათილად ცნო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის განკარგულებები

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის შესაბამისად.

ზელენსკის თქმით, განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.

შეგახსენებთ, ზელენსკის გადაწყვეტილებითვე, უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკებებზე.

შეგახსენებთ, ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, პუტინმა უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი 30 სექტემბერს მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი