
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გათავისუფლებულ ხერსონში ჩასვლის შესახებ.
ჟურნლისტებმა მას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს კრემლი ვლადიმერ ზელენსკის ხერსონში ჩასვლის შესახებ ცნობებს და მიიჩნევენ თუ არა ამას "კიევის პროვოკაციად".
"ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია", - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტი 14 ნოემბერს გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. მან მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინს მხარდაჭერისთვის და უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ, რომელსაც მოსახლეობა დროშებით დახვდა.
ხერსონის დაბრუნება ოკუპაციის დასაწყისიდანვე რჩებოდა უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნად.