ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა ბენქსიმ დაადასტურა, რომ მან შექმნა 7 ნახატი უკრაინის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის დედაქალაქ კიევში, ირპინის გარეუბანში და ქალაქ ბოროდიანკაში.

ეს ხდება სამი დღის შემდეგ, როცა ბენქსიმ ინსტაგრამზე უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, დაბომბილი შენობის კედელზე დახატული გრაფიტის ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე სოციალურ ქსელებში ფრესკების სერია გამოჩნდა და იზრდებოდა ვარაუდი, რომ ანონიმური მხატვარი ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში იმყოფებოდა.

პირველი ნამუშევარი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა შაბათ-კვირას, ასახავს ტანმოვარჯიშე ქალს, რომელიც ბალანსს იცავს ნანგრევების გროვაზე რუსული დარტყმების შედეგად დაზიანებული შენობის მხარეს.

ბოროდიანკა.Ed Ram/Getty Images

 

ბოროდიანკა, სადაც ბენქსის ნახატები ნახეს, ერთ-ერთია იმ ტერიტორიებს შორის, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. კორპუსების უმეტესობა დაბომბვამ გაანადგურა, გათავისუფლების შემდეგ ქალაქში აღმოაჩინეს ათობით მასობრივი საფლავი ნაწამები სხეულებით. 

კიდევ ერთი ნამუშევარი ასახავს პატარა ბიჭს, რომელსაც აცვია შავი ქამრით შეკრული საბრძოლო კიმონო, ის დიდ კაცს ზურგზე აგდებს. ზოგიერთი ვარაუდით, კაცი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რომელსაც საპატიო შავი ქამარი ამ წლის დასაწყისში ჩამოართვეს. ბენქსის გამოსახულებაზე ან მის მნიშვნელობაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.

 Ed Ram/Getty Images

ბენქის ნახატი გამოჩნდა ირპენშიც, რომელიც 28 მარტს გათავისუფლდა. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებზე ტანმოვარჯიშე გოგოა გამოსახული:

Maxym Marusenko/NurPhoto/Getty Images

ახალი ნამუშევრები ბენქსის პირველი საჯარო ფრესკებია, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა.

ტანმოვრჯისის ფრესკის ავტორის დადასტურების შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა და ქვეყნის მხარდამჭერმა მადლობა გადაუხადა მხატვარს:

"ეს ისეთი ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ადამიანები, როგორიცაა ბენქსი და სხვა ცნობილი ფიგურები, მოდიან აქ და აჩვენებენ მსოფლიოს, თუ რა დაგვიშავა რუსეთმა" - განუცხადა კიევის მცხოვრებმა Al Jazeera English-ს.

ბექნსის ნახატი გამოჩნდა დედაქალაქ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ბეტონის ბლოკებზე, რომელზეც ასახულია ბავშვები: 

 Ed Ram/Getty Images.

მთვარ ფოტოდ ბენქსის ნახატი გოსტომელში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი