"9 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოზიციის დაკავება, ვერ განაცხადა მკაფიოდ, ვის უჭერს მხარს ამ ომში" - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "მთავარ არხთან" საუბრობს.
გონჩარენკო ივანიშვილს მოუწოდებს, მისცეს პარლამენტს უფლება, გამოაცხადოს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს.
"მე ამ კონფერენციაზე ჩავერთე უკვე და ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოზიციის დაკავება, ვერ განაცხადა მკაფიოდ, ვის უჭერს მხარს ამ ომში, რომელშიც ბოროტი და კეთილი, დიქტატურა და თავისუფალი სამყარო ებრძვიან ერთმანეთს. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს საქართველო და ვიცი, რომ ქართველები უკრაინელებს მხარს უჭერენ, საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო, მკაფიო, გასაგებნი პოზიციის ჩამოყალიბება.
მე ამ კონფერენციაზე მივმართე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად აკონტროლებს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში და ახლა თქვენი საშუალებით მივმართავ მას კიდევ ერთხელ. ბატონო ბიძინა, თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაუმტკიცოთ ყველას, რომ ხართ თავისუფალი სამყაროს მხარეს.
ამის გაკეთება ძალიან ადვილია: საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა, როგორც ეს გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, როგორც ეს გააკეთეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, როგორც ეს გააკეთე ევროპარლამენტმა. თუ საქართველოს სურს, რომ იყოს ევროპული საზოგადოების წევრი, მაშინ მას პოზიციაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს" - ამბობ გონჩარენკო.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში კონფერენციის სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.
ბანერზე კი, რომლითაც ანა ფოტიგამ კონფერენცია ტვიტერზე დააანონსა, მონაწილეების გარდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა გამოსახული.
იხილეთ ასევე:
"მთავარი მიზანი იყო, დაგვერწმუნებინა ხელისუფლება, რომ არავინ ცდილობს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას" | ფოტიგა