
უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ მისი ქვეყნის დიპლომატების მიმართ გაგზავნილი სამი ახალი მუქარის წერილის შესახებ განაცხადა. უცნობი პირები კონვერტებით წერილებს, სავარაუდოდ, ცხოველის თვალებით, უწყებებში გზავნიან. უკრაინა ამბობს, რომ სულ ასეთი 21 შემთხვევა მოხდა.
"ესპანეთის პოლიციამ ფოსტიდან ამოიღო სამი კონვერტი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ცხოველის თვალები იყო. [...] საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების მიმართ მუქარის 21 შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული", - თქვა ნიკოლენკომ.
მისი განცხადებით, წერილები მიმართული იყო უკრაინის საელჩოსადმი მადრიდში, გენერალური საკონსულოსადმი ბარსელონაში და საკონსულოში მალაგაში.
უკრაინა ამბობს გამოძიება დაწყებულია. იხილეთ ასევე: