ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს კრემლის მცდელობებზე, გააუმჯობესოს ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმიჯი უკრაინის ომში წარუმატებლობის ფონზე.
კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ომის დროს კომპეტენტური ლიდერი, წერენ ISW ექსპერტები, რომლებიც კომენტარს აკეთებენ პუტინის სამხედრო შტაბში ვიზიტზე.
კრემლმა ეს მოგზაურობა, სავარაუდოდ, საჯარო გახადა, რათა შეექმნა ლიდერის იმიჯი, რომელიც სრულად არის ჩართული უკრაინის ომის დაგეგმვასა და წარმართვაში. მოსაზრების არგუმენტად ISW ასევე იხსენებს ომის მხარდამჭერთა მხრიდან სამხედრო მოქმედებების წარმართვაში პუტინის როლის შესახებ ბოლოდროინდელ კრიტიკას.
ექსპერტების აზრით, შტაბში პუტინის ვიზიტის გაშუქების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმიჯის რეაბილიტაციის მცდელობა. კრემლმა, სავარაუდოდ, შეგნებულად აჩვენა გერასიმოვის, შოიგუს და სუროვიკინის დასწრების შესახებ პუტინთან შეხვედრაზე, რათა წარმოეჩინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც ერთიანი, ორგანიზებული და ეფექტური სამხედრო ორგანიზაცია და შეეცადა, დაეცვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობა კრიტიკისგან.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთის მნიშვნელოვანი გამარჯვებების არარსებობის გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს შექმნას ორგანიზებული სამხედრო სარდლობის ჯაჭვის ილუზია.
გარდა ამისა, კრემლის მიზანია, გააუმჯობესოს თავდაცვის სამინისტროს იმიჯი რამზან კადიროვისა და ევგენი პრიგოჟინის მზარდი გავლენისა და მათ მიერ კონტროლირებად სამხედრო სტრუქტურების საპირწონედ.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეიზდენტი პუტინი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" {ასე უწოდებს უკრაინაში დაწყებულ ომს პუტინი] ჩართული სამხედროების შტაბს ეწვია. კრემლს არ დაუკონკრეტებია ტაბ-ბინის ადგილმდებარეობა.
ამავე თემაზე: