
ლეტუვის თავდაცვის მინისტრი, რუსეთის მიერ "საშობაო ზავის" გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოკუპანტებს სურთ განახლებული ენერგიით განაგრძონ უკრაინელების მკვლელობა.
"პუტინი უბრძანებს შოიგუს გამოაცხადოს საშობაო ზავი, ან მკვლელები დაიღალნენ და უნდათ ერთი დღით დასვენება. მათ სურთ საშობაო ზავი, რათა განახლებული ენერგიით განაგრძონ უკრაინელების მკვლელობა საკუთარ ქვეყანაში", - წერს მინისტრი Twitter-ზე.
ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: