უკრაინამ საქართველოს "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება სთხოვა | "ოცნების" უარი კიევს

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" ისევ უარი უთხრა კიევს და არ აწყენინა მოსკოვს. საჯაროდ გამოქვეყნებული სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფ უკრაინას იარაღით არ დაეხმარა. ლაპარაკია ბუკის ჰაერსაწინააღმდეგო და ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებზე.

გადაწყვეტილების ოფიციალური მოტივი გაუგებარია. "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ გადაწყვეტილება ფინანსური ხარჯით და ქართული არმიის საჭიროებებით ახსნან, მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები ამ არგუმენტებსაც უარყოფენ. ირკვევა, რომ უკრაინელები საკუთარ ბუკებს ითხოვდნენ, რომლებიც ახლა უმოქმედოა, ჯაველინებს კი შეერთებული შტატები ახალი სისტემით ჩაგვინაცვლებდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი