ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტებები არ გააკეთა

გამოქვეყნდა:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებულ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრს განმარტებები არ გაუკეთებია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურის კომენტარს ელოდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიების შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი და ეფექტური გამოძიება და ინფორმაციის პროაქტიური გაზიარება, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი