ამ კანონის მიღება ქვეყანას დაანგრევს, საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ მიმავალ გზას - თბილისის კინოფესტივალი

გამოქვეყნდა:

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და მისი ორგანიზატორი - ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე, უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა დააინიცირეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღება ქვეყანას დაანგრევს, საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, დაცულობისკენ მიმავალ გზას და ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი მიმართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარების წინააღმდეგ, ზოგადად დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ და მკვეთრად ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს. ამ კანონის მიღება ქვეყანას დაანგრევს, საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, დაცულობისკენ მიმავალ გზას და ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, გადააქცევს რა მას ავტორიტარულ სახელმწიფოდ და რუსეთის სატელიტად. საქართველო დაკარგავს დამოუკიდებლობას.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, ისევე როგორც ბევრი სხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება წარმოუდგენელია უცხოელი პარტნიორების და დონორების დახმარების გარეშე. კანონის ამოქმედება უარყოფით გავლენას იქონიებს ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთობაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კინოფორუმის ჩატარებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა კინემატოგრაფისტი, მიუხედავად იმისა, კერძო სექტორშია დასაქმებული თუ სახელმწიფო სტრუქტურაში, შეუერთდება ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს", - წერია განცხადებაში. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. სხდომაზე დაპირისპირება იყო:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი