რუსეთი ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში აუქმებს უკრაინული ენის სავალდებულო სწავლებას

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის რაიონების სკოლებში, ახალი სასწავლო წლიდან უქმდება უკრაინული ენის სავალდებულო სწავლება.  საოკუპაციო რეჟიმის განათლებისა და მეცნიერების ე.წ მინისტრი, ელენა შაპუროვა ამბობს, რომ მშობლებს საშუალება ექნებათ აირჩიონ, რომელ ენას ისწავლიან მათი შვილები მშობლიურ ენად - რუსულს თუ უკრაინულს.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მშობლებს სურთ რომ მათმა შვილმა რუსული ენა ისწავლონ, როგორც მშობლიური ენა, მაშინ მათი სასწავლო დატვირთვა ამ ენაზე, 6 საათიდან 9 საათამდე გაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს სურთ ბავშვებმა უკრაინული ენის სწავლა განაგრძონ, იმისთვის რომ ეს ენა მოსწავლის კურიკულუმში დარჩეს, მათ განცხადება უნდა დაწერონ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუსეთი ზაპოროჟიეს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს, თუმცა კონტროლი არ ვრცელდება რეგიონის ცენტრალურ ქალაქზე. 

ზაპოროჟიეს ნაწილის ანექსია რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში, კიდევ სამ სხვა რეგიონთან, ხერსონთან, დონეცკთან და ლუგანსკთან ერთად მოახდინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი